40 წლის ლეონარდი დიკაპრიო დროს ტყუილად არ კარგავს. მისი გოგონებთან შეხვედრის გრაფიკი საათობრივად არის გაწერილი. მსახიობი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ერთ დღეში ერთდროულად ორ გოგოს შეხვდეს. მაგალითად, ვარსკვლავი მანჰეტენზე ჯერ ლორენა რეის კამპანიაში შენიშნეს. ისინი ბევრს საუბრობდნენ და ღიმილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ ვარსკვლავი მეგობარ გოგოსთან, ტონი გარნთან გაეშურა და მასთან ერთად ივახშმა. რესტორნიდან კი გარნის სახლამდე ისინი ველოსიპედით წავიდნენ. შეგახსენებთ, რომ მსახიობი და მოდელი ერთმანეთს 2013 წლის მაისიდან 2014 წლის დეკემბრამდე ხვდებოდნენ. ურთიერთობა კი მათ რამდენიმე კვირის წინ აღადგინეს.ფოტოები