ფიფამ 2017 წლის საუკეთესო მეკარის წოდებისთვის მებრძოლი სამი პრეტენდენტი დაასახელა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდო.
The Best FIFA 2017-ის პრიზისთვის ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი“), კეილორ ნავასი (“რეალი“) და მანუელ ნოიერი (“ბაიერნი“) იბრძოლებენ.
გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნების, ჟურნალისტების და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გაირკვევა.
გამარჯვებულს 23 ოქტომბერს ფიფას გალა-წარმოდგენაზე დააჯილდოვებენ.