LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასატენად ჩართული Nissan-ის ელექტრომობილი მეხის დაცემამ დააზიანა

11

სახლს, სადაც Nissan Leaf-ი დასამუხტად იყო ჩართულ მეხი დაეცა. შემთხვევა ესტონეთში მოხდა. უჩვეულო სადაზღვევო შემთხვევის შესახებ Postimees საუბრობს.

მეხი საცხოვრებელ სახლს დაეცა, ელექტროქსელში სადენების გადატვირთვა მოხდა და ყველა სადენი დაიწვა. ამ დროს დასამუხტად ჩართული ელექტრომობილის დამტენი მოწყობილობაც დაზიანდა. ზარალის ოდენობა 4 000 ევროა. თანხის 90% სწორედ დამტენი მოდულის შეცვლას სჭირდება. მფლობელს ავტომობილს სადაზღვევო კომპანია შეუკეთებს.

Nissan-ის სადილერო ცნტრის თანამშრომლის განცხადებით ეს პირველი ასეთი სადაზღვევო შემთხვევაა, თუმცა სხვა ბევრი პრობლემა დაფიქსირებულა, მაგალითად სადენების დნობა.

კომპლექტაციისდა მიუხედავად, Nissan Leaf-ის აკუმულატორები 24 ან 30 კილოვატ/საათის არის. ძრავის მოცულობა 109 ცხენის ძალაა, სვლის მარაგი კი 250 კილომეტრამდეა. დღეისათვის Nissan Leaf მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ელექტრომობილად მიიჩნევა – 2010 წლის შემდეგ 230 000 ეგზემპლარია გაყიდული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები