LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორბლებიანმა ქოხმა 156 კმ/სთ განავითარა

54

ბრიტანელმა კევინ ნიკსმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბორბლებიანი სახლი ააშენა. ჩრდილოეთ იორკშირში, ელვინგტონის აეროდრომზე სახლი 155,8 კმ/სთ სიჩქარემდე ასწრაფდა. ვიდეო YouTube–ზე Barcroft Cars–ის გვერდზე განთავსდა.

თავდაპირველად ნიკსი 160 კმ/სთ–ს განვითარებას გეგმავდა, თუმცა, ძლიერმა ქარმა და ცუდმა ამინდმა მას მიზნის მიღწევაში ხელი შეუშალა.

ნიკსის ქმნილება მეორადი Volkswagen Passat–ია, რომელსაც 2,8 ლიტრის მოცულობის ძრავი აქვს, ძარა ხის სახლითა და მეტალის ჩარჩოთი შეცვალა. იმისათვის, რომ ორ ტონიან კონსტრუქციას სწრაფად გადაადგილება შეძლებოდა, კევინმა ძრავს აზიტის სისტემა მიამატა, რომელიც 200 ცხენის ძალას მომენტალურად 275 ცხენის ძალამდე ზრდის.

ამასთან, ბორბლებიანი სახლი სრულფასოვანი სატრანსპორტო საშუალებაა სანომრე ნიშნებითა და საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების უფლებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები