LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო პელეს ჯობია: კრიშტიანოს ახალი მიღწევა

53

კრიშტიანო რონალდომ ფარერის კუნძულებს სამი გოლი გაუტანა და პორტუგალიას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გამარჯვება მოუტანა (5:1).

რონალდოსთვის ეს იყო პორტუგალიის მაისურით გატანილი 76-ე, 77-ე და 78-ე გოლები. ის ერთ საღამოში დაეწია და გადაუსწრო პელეს ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით.

პელემ ბრაზილიის ნაკრებში 77 გოლი გაიტანა 99 მატჩში. რონალდოს ფეხბურთის მეფის გასასწრებად 144 შეხვედრა დასჭირდა.

რონალდომ ანგარიში უკვე მესამე წუთზე გახსნა, როდესაც იდეალურად შეასრულა მაკრატელა.
„დიდი ხანია ასეთი გოლის გატანა მინდოდა. ჯერ არ მინახავს გამეორებაზე, იმედი მაქვს ვისიამოვნებ“, – თქვა კრიშტიანომ ნამატჩევს.

პორტუგალიამ 7 მატჩში 18 ქულა მოიპოვა და მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა, რაც გადათამაშების უფლებას იძლევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები