LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატას რა ვუყო? რატომ არ გადიან რუსები შვებულებაში

27

რუს ტურისტთა დიდი ნაწილი მზადაა, რომ საყვარელი კატის გამო შვებულებაზე უარი თქვას. ტურისტულმა სერვისმა “Aviasales”-მა ჩაატარა ძალიან საინტერესო გამოკითხვა და დაადგინა, რომ რუსების მეოთხედზე მეტი დასასვენებლად მხოლოდ იმიტომ არ მიდის, რომ კატას ვერავის უტოვებს. კომპანიის ექსპერტებმა ასეთი დასკვნა 60 ათასი ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 17% მზადაა, შინაური ცხოველი თან წაიყვანოს, 61% კი კატის ტრანსპორტირებისთვის 50 ლარსაც კი გადაიხდიდა. საინტერესოა, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსებს 16 მილიონი ძაღლი და 22 მილიონი კატა ყავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები