Ferrari F40, რომელსაც მინიმალური გარბენი აქვს სულ მალე აუქციონზე გაიყიდება. Silverstone Auctions-მა გამოიტანა უნიკალური სუპერქარი, რომელსაც სრული რესტავრაციის შემდეგ მხოლოდ 592 კმ აქვს გავლილი. აუქციონი სექტემბრის ბოლოსთვისაა დაგეგმილი და ავტომობილის მეპატრონე მინიმუმ მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
საინტერესო ლოტის პირველი მფლობელი ავსტრიელი ვოლფგანგ დენზელი იყო და მაშინ ავტომობილმა 500 კმ-ს გავლა მაოსწრო. მოგვიანებით ავტომობილი უცნობმა იტალიელმა კოლექციონერმა შეიძინა და მომავალი 20 წელი ის ავტოფარეხში, სრულიად უმოძრაოდ გააჩერა. ახალმა მფლობელმა კი ფერარი სრულიად განაახლა და მისი ორიგინალურობის დასამტკიცებლად სპეციალური დოკუმენტაციაც კი აიღო. საინტერესოა, რომ უნიკალური მოდელის მაქსიმალური სიჩქარე საათში 321 კილომეტრია.