LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები 1,3 მილიარდ ევროს მიიღებენ

22

უეფამ 2017-18 წლებში ევროთასებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების სქემა გამოაქვეყნა.

მომავალ სეზონში სამი ტურნირიდან – ჩემპიონთა ლიგიდან, ევროპის ლიგიდან და უეფას სუპერთასიდან ჯამური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 2.35 მილიარდ ევროს. ამ თანხიდან 1.3 მილიარდი განკუთვნილია ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის მონაწილეებისთვის, ხოლო ევროპის ლიგის მონაწილეებს 399 მილიონი ერგებათ.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის თითოეული მონაწილე (სულ 32 გუნდი) მიიღებს მინიმუმ 12.7 მილიონ ევროს. ამ ეტაპზე თითოეული გამარჯვება დამატებით იძლევა 1.5 მილიონ ევროს, ფრე – 500 ათასს.

მერვედფინალში გასვლისთვის კლუბები კიდევ გამოიმუშავებენ 6-6 მილიონს, მეოთხედფინალისთვის – 6.5 მილიონს, ნახევარფინალისთვის – 7.5 მილიონს.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დამატებით მიიღებს 15.5 მილიონს,. ფინალისტი – 11 მილიონს. ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კლუბის მაქსიმალურმა შემოსავალმა, შესაძლოა, 57.2 მილიონი ევრო შეადგინოს.

2017 წელს, უეფას სუპერთასის მფლობელმა მიიღო 4 მილიონი ევრო, წაგებულმა – 3 მილიონი.

ანაზღაურების გარეშე არ რჩებიან ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე. თითოეული მიიღებს 260 ათას ევროს და ამ თანხაში არ შედის შესარჩევ რაუნდებში მონაწილეობისთვის კუთვნილი ბონუსი. ეს ბონუსი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის შეადგენს 220 ათას ევროს, მეორე ეტაპისთვის – 320 ათასს, მესამე ეტაპისთვის – 420 ათასს.

2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 12 სექტემბერს იწყება. ფინალი 2018 წლის 26 მაისს, კიევში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები