ტეილორ სვიფტის ბოლო რომანი მისი წინამორბედებისგან მკვეთრად განსხვავდება. მომღერალი ცდილობს, რჩეულთან ერთად რაც შეიძლება იშვიათად მოხვდეს კადრში, ხოლო ინტერვიუებში მასზე არასოდეს საუბრობს.
დამალვა სვიფტს კარგად გამოსდის, რადგან ის და მსახიობი ჯო ალვინი ერთმანეთს 8 თვეა ხვდებიან და ამ დროის მანძილზე მათი მხოლოდ რამდენიმე საერთო პაპარაცული ფოტო არსებობს.
სვიფტი და ალვინი ფოტოგრაფებმა ამჯერად ნიუ-იორკში გადაიღეს, როდესაც ტეილორის სახლიდან გამოდიოდნენ. ობიექტივის დანახვისთანავე, მათ თავზე ქუდი დაიხურეს და დაცვისკენ გაიქცნენ, რომლებიც მათ გაშლილი ქოლგით ელოდებოდა. შესაბამისმა ფოტოებმა კი დასავლური ტაბლოიდები უკვე მოიარა.
შეგახსენებთ, რომ სვიფტის წინა რომანი ტომ ჰიდლსტონთან სამ თვეს გაგრძელდა. ორივე მათგანი ღიად საუბრობდა ერთმანეთზე. შესაძლოა, სწორედ ეს ცუდი მაგალითი არის მიზეზი, რომ ახალ ურთიერთობას ტეილორი მალავს და უფრთხილდება. ფოტოები