ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნუკა ყარალაშვილი მეგობრები არიან და დროს ერთად ხშირად ატარებენ. მოდელებმა ერთობლივი ფოტოსესიის გადაღებაც გადაწყვიტეს. ნანუკამ ეს ფოტოები საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა.
ნანუკა ბოლო დროს ბევრს მოგზაურობს. მედიასთან ნაკლებად ჩნდება და ჯერჯერობით არც ტელესივრცეში დაბრუნების შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, მას „რუისთავი 2“-ზე დილის გადაცემის ამინდის პროგნოზი მიჰყავდა, თუმცა ამ რუბრიკას ფორმატი შეუცვალეს და ნანუკა მას შემდეგ ტელევიზიით მხოლოდ გადაცემებში სტუმრობისას ჩანს. გარკვეული პერიოდი ის იტალიაში იყო საკუთარი პროფესიით სამუშაოდ წასული.