LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Harley-Davidson-ის დეტალები ჯინის ბოთლში მოათავსეს

27

მოტოციკლების სახელოსნო Ehinger Kraftrad-მა ჯინის უნიკალური სერია შექმნა, რომელმაც სახელწოდება The Archaeologist მიიღო. სახელი იმით აიხსნება, რომ ყოველ ბოთლში ძველი Harley-Davidson-ის რომელიმე დეტალი დევს.

ბოთლებში ამერიკული კომპანიის სამი მოდელის დეტალები გაანაწილეს, ესენია: 1939 წლის Flathead, 1947 წლის Knucklehead და 1962 წლის Panhead. ყველა კომპონენტმა სპეციალური დამუშავების ეტაპი გაიარა, რომელიც საშუალებას იძლევა ისინი ჯინით სავსე ბოთლებში მოთავსდნენ.

თითოეული ეგზემპლარი სპეციალურად გაკეთებულ ყუთში ჩაიდება და ქაღალდში შეიფუთება. ქაღალდზე კი იმ მოტოციკლის ისტორია წერია, რომელსაც დეტალები იმ კონკრეტული ბოთლისთვის ამოაცალეს.

ერთი ბოთლი ჯინი Flathead-ის დეტალებით 1100 ევრო, Knucklhead-ის დეტალებით 1000 ევრო, ხოლო Panhead-ის დეტალებით 900 ევრო ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები