LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ავიატრანსპორტის თანამშრომლები იფიცებიან

24

ის, ვინც ოთხშაბათს იტალიაში წავსლას გეგმავს, შესაძლოა რეისის დაგვიანებას შეეჯახოს. ავიატრანსპორტის თანამშრომლები  – Alitalia-სა და EasyJet დისპეტჩერები, პერსონალი, პილოტები და ბორტგამცილებლები 26 ივლისს 4 საათის განმავლობაში მუშაობას შეაჩერებენ. უფრო კონკრეტულად კი გაფიცვა 13:00-დან 17:00 საათამდეა დაგეგმილი.

ავიატრანსპორტის თანამშრომლები მილან-მალპენსის, ლინატასა და ვერონას აეროპორტებში შრომის პირობების გაუარესებას გააპროტესტებენ. გაფიცვას ორი მსხვილი გადამზიდის – Alitalia-სა და easyJet-ის პილოტებიც უერთდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები