LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკს უფლება მისცეს ნიუ–იორკიდან ვაშინგტონამდე გვირაბი გათხაროს

54

ილონ მასკის ახალმა პროექტმა და მისმა კომპანიამ The Boring Company-მ უფლება მიიღო, ნიუ–იორკიდან ვაშინგტონამდე გვირაბი გაიყვანოს. ამის შესახებ ბიზნესმენი ტვიტერში წერს.

მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებას მასკი კიდევ ერთი პროექტისთვის -ზებგერითი ვაკუუმის მატარებლების სისტემისთვის Hyperloop-სთვისაც გეგმავს. ვარაუდობენ, რომ გვირაბის მარშრუტი ასეთი იქნება: ნიუ იორკი, ფილადელფია, ბალტიმორი და ვაშინგტონი. მგზავრები მთელს ამ გზას მხოლოდ 29 წუთში დაფარავენ.

როგორც მასკი აზუსტებს, საკვანძო გაჩერებები ქალაქების ცენტრებში იქნება, მგზავრები სადგურებამდე კი ლიფტებით მივლენ.

ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ დაწყებული აქვს ლოს–ანჟელესში საპილოტე გვირაბის მშენებლობა. მასკი მიიჩნევს, რომ ასეთი გვირაბების გამოყენება უპილოტო ავტობუსებისთვის, ან ავტომობილების მეტროსთვის იქნება შესაძლებელი, სადაც ავტომობილები სპეციალური პლატფორმების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას და 200 კმ/სთ-ს განვითარებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები