LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa-ს თვითმფრინავი სიცხის გამო თურქეთში დასვეს

35

Lufthansa-ს თვითმფრინავი სიცხის გამოთურქეთში დასვეს. პორტალ „Hessenschau”-ს ცნობით, გერმანული ავიაკომპანიის ლაინერი ერაყში მიფრინავდა და ანკარაში დაჯდომა მხოლოდ იმის გამო მოუხდა, რომ დანიშნულების ადგილზე 45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. ამ დროს ბორტზე 118 მგზავრი იმყოფებოდა და პილოტმა გადაწყვიტა, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი ისინი ერაყს თავს აარიდებდნენ.

აღსანიშნავია, რომ Lufthansa-ს შინაგანაწესის მიხედვით, ფრენის მაქსიმალური ტემპერატურა 44 გრადუსია. რაც შეეხებათ ერაყში მიმავალ ავიამგზავრებს, ისინი დანიშნულების ადგილზე მეორე დღეს ჩაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები