LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ტურისტი თავზე დამდგარმა დათვმა გააღვიძა

9

სააგენტო „Upi”-ს ინფორმაციით, შემთხვევა აიდაჰოს შტატში მოხდა. ტურისტთა ჯგუფი ღამის გასათენებლად ტყეში დარჩა და რუხი დათვი მათ ჯერ კიდევ საღამო ხანს შეამჩნიეს. თუმცა, დათვის გაგდება ადვილად შეძლეს და მშვიდადაც დაიძინეს. გამთენიისას კი ცხოველი უკან დაბრუნდა, საძილე ტომარაში მწოლიარე ტურისტს მიუახლოვდა და ფეხზე კბენა დააპირა. ამ დროს გოგონას გაეღვიძა და შეშინებულმა იმხელა ხმაზე იყვირა, რომ დათვს უფრო მეტად შეეშინდა და ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. საბედნიეროდ, ტურისტს არანაირი დაზიანებები არ მიუღია. შტატის ადმინისტრაციამ კი დამსვენებლებს აღნიშულ რეგიონთან მიახლოებისგან თავის შეკავება სთხოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები