კრიშტიანო რონალდომ დამსახურებული დასვენება მოიწყო. ვარსკვლავი საყვარელ ქალთან ერთად ცნობილ კურორტებზე მოგზაურობს.
ამჯერად ფეხბურთელი და მისი მეგობარი გოგო, რომელიც სპორტსმენს მალე მეოთხე შვილს გაუჩენს, იბიცაზე ისვენებენ. პაპარაცული ფოტოებიდან, რომლებიც ქსელში გავრცელდა, წყვილი მეგობრებთან ერთად მზის აბაზანებს იღებს და მდიდრულ იახტაზე ერთობა. ჯორჯინას ფერადი, საცურაო კოსტიუმი აცვია, სადაც მისი წამოზრდილი მუცლის დანახვა საკმაოდ მკაფიოდ არის შესაძლებელი.
როგორც ჩანს, ორსულობის მიუხედავად, ჯორჯინა აქტიური და ექსტრემალური დასვენების მომხრეა. ფოტოები