LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ducati-მ მოტოციკლი სარბოლო ტრასას მიუძღვნა

21

იტალიურმა მოტოციკლების მწარმოებელმა კომპანია Ducati-მ ახალი მოდელი წარმოადგინა სახელწოდებით Thiverval. დასახელებაში პარიზის მიდამოებში მდებარე სარბოლო ტრასის სახელწოდებაც ფიგურირებს. მოტოციკლის შემუშავებაში კომპანია AMD Custom Bike-ის ინჟინრები მონაწილეობდნენ. მოტოციკლი Xdiavel-ის ბაზაზეა აწყობილი.

სიახლე Bikers Classics Lifestyle Village-ის გამოფენაზე წარადგინეს. ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, ის შავ ფერშია შესრულებული და ქრომირებული დეტალებით არის შევსებული.

Ducati – მოტოციკლების მწარმოებელი იტალიური კომპანიაა, რომლის შტაბ-ბინაც ქალაქ ბოლონიაში მდებარეობს. ის 1926 წელს დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები