შვედი პილოტი, რომელმაც უკვე 50 ქვეყანა მოიარა სოც-ქსელების ვარსკვლავად იქცა. 40 წლის სუსანა სუნდბერგი უკვე წლებია ავიაკომაპნია „British Airways”-ის მფრინავია და უკვე ათობით ქვეყანაც მოიარა. ქალბატონი ყველა ადგილზე ფოტოს იღებს და მას თავის Instagram-ის მეგობრებს უზიარებს. როგორც ჩანს, გამოცდილი პილოტის ცხოვრება ბევრი ადამიანისთვისაა საინტერესო და მის პირად გვერდს უკვე 63 ათასი გამომწერი ყავს. სუსანაც მათ მოწყენის საშუალებას არ აძლევს და პროფესიული საქმიანობისა თუ პირადი ცხოვრების დეტალებას დიდი სიამოვნებით ასაჯაროებს. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ამ მომენტისთვის ბელგიაში ცხოვრობს, თუმცა ძალიან ბევრს მოგზაურობს და სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებს.