მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანია Gulf Air-მა ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენები დღეიდან დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება.
Gulf Air საქართველოს საავიაციო ბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ტავ ჯორჯიაც აქტიურად მონაწილეობდა.
Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 40-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებით ახორციელებს. ამჟამად ავიაკომპანიის მფლობელობაში 28 საჰაერო ხომალდია, თუმცა 2018 წლისთვის მათი რიცხვი 39-ით გაიზრდება.