LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში ივ-სენ ლორანის მუზეუმი გაიხსნება

31

პარიზში ივ-სენ ლორანის მუზეუმი გაიხსნება. ეს იქნება პირველი დაწესებულება, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი დიზაინერის შემოქმედებას მიეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ გენიალურ ხელოვანს მოგვიანებით მეორე მუზეუმსაც გაუხსნიან და ის მარაქეშში განთავსდება. რაც შეეხება პარიზის ობიექტს, მისი გახსნა 3 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და პროექტის ღირებულება 5 მილიონი ევროა.

გამოცემა „Le Parisien”-ის ცნობით, საგამოფენო სივრცე 450 კვ/მ-ზე განთავსებულ კაბებსა და აქსესუარებს მოიცავს. გარდა ამისა, ვიზიტორებს ფოტოების, ვიდეო კადრებისა და ჩანახატების ნახვის საშუალებაც ექნებათ. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი სწორედ იმ რაიონშია განთავსებული, სადაც ცნობილი დიზაინერის ჯგუფი 30 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები