ავიაკომპანია British Airways ოთხი დღით გაიფიცება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ბორტგამცილებლებმა გაავრცელეს. თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 16 ივნისიდან 19 ივნისამდე მუშაობას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ british-ის ბორტგამცილებლები გასული წლის დეკემბერში, იანვარში და თებერვალშიც გაიფიცნენ და მიზეზი მაშინაც ანალოგიური იყო, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო. გამოცემა „Air Journal”-ის ცნობით კი, პროფკავშირებს კომპანიის ხელმძღვანელობამ ხელფასების 2%-ით მომატება შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება მათთვის მიუღებელი იყო და ამიტომ უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად გაფიცვისა მგზავრებს დისკომფორტი არ შეექმნებათ.