LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიგუმ შოთა დაპატიჟა: არველაძე ვარსკვლავების მატჩში ითამაშებს

39

ლუიშ ფიგუმ 14 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გასამართ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შოთა არველაძე მიიწვია.

“ძვირფასო შოთა, პატივი მაქვს მოგიწვიო სოფიაში გასამართ საქველმოქმედო მატჩში სათამაშოდ, სადაც ლუიშ ფიგუს ფონდის გუნდი დიმიტარ ბერბატოვის ფონდის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას, ნიჭიერი ბავშვების განათლებას მოხმარდება. ჩვენი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე ვიმედოვნებ, რომ სოფიაში გიხილავ”, – ნათქვამია ლუიშ ფიგუს წერილში, რომელიც შოთა არველაძემ ფეისბუქში გაავრცელა.

ცნობილია, რომ მატჩში დავიდ ტრეზეგე, რაიან გიგზი და მიჩელ სალგადო მიიღებენ მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები