LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა მაღალანაზღაურებადი სამსახური და მოგზაურობა ერთმანეთს იდეალურად შეუთავსა

11

ამერიკელმა მამაკაცმა მაღალანაზღაურებადი სამსახური და მოგზაურობა ერთმანეთს იდეალურად შეუთავსა.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ტიმ ლუცმა გადაწყვიტა, რომ ოფისში ჯდომას, მსოფლიოს მოვლა და მთის ველოსიპედით სიარული ერჩივნა, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია და ოცნების ასრულება დაიწყო. IT სფეროში დასაქმებული ამერიკელი წელიწადში 100 ათას დოლარაზე მეტს გამოიმუშავებს, ამიტომ სამსახურის მიტოვება არც კი უფიქრია. ამის ნაცვლად, მან იყიდა მიკროავტობუსი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა და სამსახური და მოგზაურობა ერთმანეთს შეუთავსა. 38 წლის მამაკაცი ამ მომენტისთვის კოლორადოში იმყოფება და აქამდე მან კანადისა და ამერიკის სხვადასხვა შტატების მოვლა მოასწრო. ივნისის თვეში კი ის იტალიაში წასვლას და ველოტურნირში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები