LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერენა უილიამსს კანის ფერის გამო ფეხსაცმელი არ მიყიდეს

37

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. ამ ფაქტის შესახებ საზოგადოებას მაღაზია Gianvito Rossi-ის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა, უიტნი უილბერნმა ამცნო.
მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს აღნიშნული ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომლებმა მომსახურებაზე უარი იმიტომ უთხრეს, რომ იგი შავკანიანია. თავად უილბერნმა უკვე არაერთხელ დაადანაშაულა დაწესებულება არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ მუქკანიანი კლიენტების მიმართ გამოვლენილ რასიზმში. New York Post-ის ცნობით, უილბერნმა თავის ყოფილ სამსახურს სწორედ ამის გამო სასამართლოშიც უჩივლა.

Gianvito Rossi-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, როდესაც სერენა უილიამსმა თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მაღაზიაში რამდენიმე წყვილი ფეხსაცმლის შეძენა მოინდომა, მის სურვილს თანამშრომელბი ცინიკური და რასისტული გამონათქვამებით შეხვდნენ. ცხადი იყო, რომ კომპანიას არ სურდა თავის პროდუქციაში გამოწყობილი აფროამერიკელების ნახვა.

”მას საზიზღარი უწოდეს. მიუხედავად ამისა, მაშინ ჟურნალ Vogue-ის ზეგავლენით მაღაზიას მისთვის ფეხსაცმლის მიყიდვა მოუწია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წყვილის, რომელიც თეთრკანიანი ვარსკვლავებისათვის მიყიდული კოლექციიდან იყო დარჩენილი”, – ნათქვანმია საქმის მასალებში.

ჯერჯერობით მსოფლიოს მეორე ჩოგანს, რომელიც კორტს ჯერჯერობით ფეხმძიმობის გამო ჩამოშორებულია, ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები