LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბაის პოლიციამ სამაგალითო მძღოლები ოქროს ავტომობილებით დააჯილდოვა (ვიდეო)

17

დუბაის პოლიციამ ორი ყველაზე აკურატული მძღოლი სათამაშო ავტომობილებით დაასაჩუქრა, რომლებიც სუფთა ოქროსგან არის დამზადებული. ინფორმაციას თავად ემირატების სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

ამ დროისათვის დუბაიში ე.წ. “თეთრი ქულები” მოქმედებს – ეს არის აკურატული მძღოლების წახალისების სისტემა. ყოველ თვეში, თუკი მძღოლი არ გადააჭარბებს სიჩქარეს ან არ დაარღვევს სხვა წესებს, ორი ქულა ერიცხება. “თეთრი ქულებით” კი ავტომფლობელებს შეუძლიათ წვრილი დარღვევები გადაიხადონ, ხოლო თუკი წლის განმავლობაში მძღოლი 24 ქულას დააგროვებს, პოლიციის დეპარტამენტისგან საჩუქარს მიიღებს.

სულ 2000 მძღოლი დაჯილდოვდა, რომლებმაც სწორედ აღნიშნული 24 ქულა დააგროვეს. მათგან 1344 მამაკაცია, 656 კი ქალი. ამასთან, მხოლოდ 500 მათგანია ადგილობრივი მაცხოვრებელი. 2000-ვე მძღოლმა სამახცსოვრო პრიზები მიიღო, ხოლო ვის ერგებოდა ოქროს ავტომობნილი, ეს ლატარიის მეშვეობით გადაწყდა.

დუბაის პოლიცია თავისი ძვირადღირებული ავტოპარკით არის ცნობილი. უწყების განკარგულებაშია: Porsche 918 Spyder, Audi R8, Aston Martin One-77, Bentley Continental GT, BMW M6, Bugatti Veyron, Ferrari FF, Ford Mustang, Lamborghini Aventador, McLaren MP4-12 °C, Mercedes-Benz SL 63 AMG, SLS AMG и G63 AMG, Nissan GT-R და Lexus RC F.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/dubaipolicehq.en/videos/1345213662222832/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები