LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირკველია საუკეთესო ფეხბურთელი ვერ გახდა

35

საბა კვირკველია მოსკოვის “ლოკომოტივის” საუკეთესო ფეხბურთელის პოზიციაზეა იყო ნომინირებული. “რკინიგზელთა” ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, ქართველი ფეხბურთელის კონკურენტები ბრაზილიელი არი, მანუელ ფერნანდეში, ალექსეი მირანჩუკი და ისლამ ვაგაბოვი იყვნენ.

ჩვენიანმა 434 ხმა და ხმების 5.5% მიიღ. დიდი უპირატესობით საუკეთესო ფერნანდეში გახდა (4354 და 55.2%).

აპრილში 25 წლის ქართველმა მცველმა რუსეთის ჩემპიონატში ხუთი, ხოლო თასზე ერთი მატჩი ჩაატარა. მთლიანობაში, კვირკველიამ “ლოკომოტივის” მაისურით ათჯერ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი უკანახაზელი პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში გასულ თვეში ორჯერ მოხვდა.

დღეს, 2 მაისს, “რკინიგზელებს” რუსეთის თასის მოგების შანსი აქნვთ. ფინალურ მატჩში დედაქალაქელების მეტოქე “ურალი” იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები