LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანი „იმედის დილას“ დაემშვიდობა – „დღეიდან ჩვენ უფრო გამოვიძინებთ…“

41

მანიკა ასათიანი „იმედის დილას“ ემშვიდობება. მან გადაცემისას გადაღებული უამრავი სელფი ერთ პოსტში გააერთიანა და გამოსამშვიდობებელ მინაწერთან ერთად სოცქსელში გამოაქვეყნა. მისი აზრით, „იმედის დილას“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და გადაცემის დახურვის გამო ბევრს დასწყდება გული.

„სელფები „იმედის დილიდან“!!!

მეგობრებო, ის ყველაფერი, რასაც თქვენ ყოველ დილით უყურებდით „იმედის დილის“ ეთერში, ხვალიდან აღარ იქნება.

იმდენი გულშემატკივარი და მაყურებელი გვყავდა, მგონია, რომ ძალიან ბევრს დაწყდება გული.

დღეიდან ჩვენ უფრო გამოვიძინებთ, მაგრამ მომენატრებით ყველა და ეს რეჟიმიც მომენატრება, მიუხედავად ყველაფრისა.

(„იმედის დილის“ გუნდზე აღარ მოვყვები, უბრალოდ, მიყვარხართ)

მალე შევხვდებით, თუმცა ჯერ არ ვიცი, რომელი არხიდან და გადაცემიდან, მაგრამ გპირდებით დიდხანს ვერ მოგანატრებთ თავს, იმიტომ, რომ მე უკვე მენატრებით“

#flashback #paris 📸 @bekagvishiani #balenciaga #paris #pfw #streetstyle #details #hermes #dior #rain

A post shared by Anouki Areshidze (@anoukigold) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები