LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ რუსეთს აჯობა და ევროპის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

29

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ტრიუმფით დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ფინალში რუსეთს დაუპირისპირდა. რთულ ორთაბრძოლაში 3:2 სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

პირველ წრეში ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიის ნაკრებს სძლიეს, მეოთხედფინალში კი სერბეთი დაამარცხეს. ნახევარფინალში მძიმე ორთაბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა უკრაინას 3:2 სძლია.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი გახდა, ადამ ოქრუაშვილი ვერცხლს დასჯერდა, გურამ თუშიშვილმა კი ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები