კომპანია Nissan-მა კონცეპტუალური ქროსოვერი წარმოადგინა, რომელსაც მუხლუხა ბორბლები აქვს. სიახლეს Rogue Trail Warrior Project დაარქვეს და საზოგადოების წინაშე ნიუ იორკის ავტოსალოზე წარსდგება.
მუხლუხების დასამონტაჟებლად ინჟინრებმა საკიდარის მოდიფიცირება მოახდინეს და გაზარდეს ბორბლების თაღები. კომპანიაში აცხადებენ, რომ სიახლეს გადაადგილება ნებისმიერ ზედაპირზე შეუძლია. Nissan X-Trail-ის ძარამ სამხედრო ფერები, სახურავზე შუქდიოდები და წინ ელექტრო ჯალამბარი მიიღო.
მოძრაობაში ავტომობილი ორ ლიტრიანი ბენზინის ძრავით მოდის, რომელიც სიმძლავრეც 170 ცხენის ძალაა.
გასულ წელს Nissan-მა Rogue-ს მუხლუხა ქროსოვერის სპეციალური მოდიფიკაცია თოვლიანი გზებისთვის წარმოადგინა.