LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არანაირი ვარდისფერი’’ – რატომ არ იყენებს Ferrari გარკვეულ ფერებს

33

ბევრი ფიქრი არაა საჭირო Ferrari-ს ფერების ჩამოთვლისას, ცნობილი ფაქტია, რომ კომპანიის ყველაზე ფავორიტი ფერი – ყვითელია. მწარმოებელი იყენებს ასევე თეთრ, ვერცხლისფერ და შავ ფერებს, მაგრამ თუ ოდესმე ვინმე დაინტერესდება, რატომ არ იყენებს Ferrari ვარდისფერს, საამისო ახსნაც არსებობს.

ავსტრალიურმა სააგენტომ ჰერბერტ ეფელროუზს ჰკითხა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაზეც კომპანიის წარმომადგენელმა მოკლედ მოუჭრა: ,,ეს უბრალოდ არ შეესაბამება ჩვენი კომპანიის გენეზისს. არანაირი ვარდისფერი, არანაირი Pokemon Ferrari”. უცნობია რას ერჩის ჰერბერტი ცნობილ კომიქსებსა და ანიმაციურ პერსონაჟებს – Pokemon-ებს, თუმცა, ვარდისფერის მიმართ ასეთი ზიზღი შესაძლოა სხვა რამეშიც მდგომარეობდეს. კერძოდ კომპანიის სტრატეგიაში, მკაცრად დაიცვას მისი იმიჯი წინასწარ შემუშავებული აკრძალვების ხარჯზე.

მანვე განმარტა, რომ უამრავი ლამაზი ფერია, რომელიც ასევე არ შეესატყვისება მათ კომპანიას, თუმცა უხდება სხვა კომპანიებს. მისი აზრით, მიუხედავად მწირი ფერების არჩევანისა, Ferrari-ს პოლიტიკა უკვე მრავალფეროვნებას განაპირობებს. საუბარია კომპანიის ყოველი მანქანის მოდელი განსხვევაბულობაზე ერთმანეთისგან ფორმებით თუ სხვა მახასიათებლებით. რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თუნდაც ფერების მწირი არჩევანის შემთხვევაში, მყიდველს ფართო არჩევანი ჰქონდეს.