ინგლისის პრემიერლიგაში გოლის გასატანად საშუალოდ ყველაზე ნაკლები დრო ”არსენალის” ფორვარდ ოლივიე ჟირუს სჭირდება. მას მიმდინარე სეზონში 791 წუთი აქვს მოედანზე გატარებული, რა დროშიც ფრანგმა 8 გოლი გაიტანა. გამოდის, რომ ჟირუს გოლის გასატანად საშუალოდ 97,1 წუთი სჭირდება.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ”ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი – საშუალოდ 99,7 წუთი (22 მატჩი, 19 გოლი,1899 წუთი მინდორზე).
მესამე ადგილს იკავებს ”ევერტონის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ – 125,6 წუთი (30 თამაში, 21 გოლი, 2638 წუთი მინდორზე).
”მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ მაჩვენებლით მხოლოდ მეექვსეა. მას გოლის გასატანად საშუალოდ 156 წუთი სჭირდება.