LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელმა მამაკაცი 80 დღეში მსოფლიოს მოივლის

12

ბრიტანელმა მამაკაცმა გადაწყვიტა, რომ 80 დღეში მთელი მსოფლიო მოიაროს. „The Guardian”-ის ცნობით, მარკ ბომონტი 75 დღე ველოსიპედით ივლის, ხოლო 3 დღეს ფრენაში გაატარებს. 2 დღე კი მან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გადაინახა. მამაკაცს მოუწევს, რომ თავისი ველოსიპედით მინიმუმ 30 ათასი კილომეტრი გაიაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეში 386 კმ. მაინც უნდა დაფაროს. ბომონტი თავის ტურს 2 ივლისს პარიზიდან დაიწყებს და შემდეგ პოლონეთს, ლიტვას, რუსეთს, მონღოლეთს, ჩინეთს, ავსტრალიას, ამერიკას და სხვა ქვეყნებს მოივლის.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი პრაქტიკა ბრიტანელს უკვე აქვს, მან მსოფლიო 2008 წელსაც მოიარა, თუმცა მაშინ ამისთვის 195 დღე დასჭირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები