LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vauxhall ავტომობილს სახელს გადაარქმევს

17

მარკა Vauxhall-მა, რომლის სახელითაც დიდ ბრიტანეთში ”ოპელის” ავტომობილები იყიდება, გადაწყვიტა ერთ-ერთი კლიენტის მხარდასაჭერად ყვითელ ფერს სახელი გადაარქვას. Corsa-სთვის განკუთვნილ ყვითელს აქამდე Flaming Yellow ერქვა, ახლა კი Maddox Yellow ერქმევა – პიტერ მედოკსის პატივსაცემად.

პირველად 84 წლის პიტერ მედოკსი გლოსტერშირიდან ადგილობრივი გაზეთების გვერდებზე 2015 წელს მოხვდა. მაშინ მისი ხასხასა ყვითელი Vauxhall Corsa ხედისა  და სოფელ ბიბერის ფოტოების გაფუჭებაში დაადანაშაულეს.

ახლა კი უცნობმა ადამიანებმა მედოკსის ავტომობილი დაამტვრიეს, რომელიც მისივე სახლთან იყო დაპარკინგებული, ადგილობრივები ვარაუდობენ რომ ვიღაცას ისევ არ მოეწონა მეტისმეტად მკვეთრი ფერის ავტომობილი.

მედოკსის მხარდასაჭერად 100-მა ყვითელმა ავვტომობილმა მსვლელობა მოაწყო, Vauxhall-მა კი გადაწყვიტა ”კორსას” ფერისთვის სახელი შეეცვალა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები