LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაკ ეფრონი უდაბნოში უცნობ გოგოსთან ერთად ერთობა (ფოტოები)

23

ზაკ ეფრონმა არაბთა გაერთიანებულ ემირატებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. 29 წლის მსახიობი, რომელიც არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია, წელს ზემოთ შიშველი აქლემზე უცნობ გოგოსთან ერთად ზის, ორივე მათგანი ფოტოზე საკმაოდ ბედნიერი და კმაყოფილი ჩანს.

ცნობილია, რომ ეფრონმა ცოტა ხნის წინ დაასრულა „მალიბუს მაშველების“ გადაღებები, რომლისთვისაც ის სპორტდარბაზში აქტიურად ვარჯიშობდა. როგორც ჩანს, გადაღებების დასრულების შემდეგ ის ვარჯიშს აგრძელებს. მსახიობი საპირისპირო სქესში საკმაოდ დიდი პოპულარობისთ სარგებლობს. ის არაერთხელ დაუსახელებიათ „წლის ყველაზე ცხელ მამაკაცად“, ასევე არაერთხელ გამხდარა „ყველაზე მიმზიდველი ტორსის“ მფლობელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები