ქართულ ბაზარზე საწვავის ღირებულება შემცირდა. სამ ბრენდირებულ კომპანიაში, სოკარში, ლუკოილსა და ვისოლში პროდუქტებზე ფასები დაახლოებით, 5 თეთრის ფარგლებში კორექტირდა.
ფასები ასევე, 5-10 თეთრით შემცირდა არაბრენდირებულ ბენზინგასაგასამართ სადგურებზეც.
სპეციალისტების აზრით, ღირებულების კლება, საერთაშორისო ბაზრის ფასებმა და ლარის კურსმა გამოიწვია.
საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 50 დოლარის ნიშნულზე რჩება.
27 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,75 (- 0,05) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა 47,73 (- 0,24) დოლარი/ბარელზე შეადგინა.
სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ფასების კლება ჯერ კიდევ წინა კვირაში დაიწყებოდა და განსხვავება 10 თეთრს შეადგენდა. თუმცა, ფასებმა კლება მხოლოდ ორშაბათიდან დაიწყო – ამის მიზეზად სპეციალისტები ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას ასახელებენ.