ჰიპერქარების მწარმოებელმა კომპანია Bugatti-მ გერმანულ ფირმა PG-სთან ერთად კარბონის ველოსიპედი დაამზადა. ის 667 ერთეული გამოვა და თითოეული მათგანი 39 000 დოლარი ეღირება.
Bugatti-ის წარმომადგენლების განცხადებით, ”ეს არის მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ველოსიპედი” და მხოლოდ ხუთ კილოგრამს იწონის.
გარდა ამისა, მისთვის საჭის განსაკუთრებული ამორტიზატორიც შემუშავდა, რომელიც მაღალსიჩქარიანი აეროდინამიკის გათვალიწინებით დაპროექტდა.