ბრიტანულმა ჟურნალმა Evo გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის ტესტებია ასახული. ვიდეოში ავტომობილი ნულიდან 351 კილომეტრ/საათამდე 21,51 წამში აჩქარდა.
ოფიციალური მახასიათებლების მიხედვით, 1500 ცხენის ძალიანი Bugatti Chiron ნულიდან ას კილომეტრამდე 2,5 წამში ჩქარდება, 200 კილომეტრ/საათამდე 6,5 წამში, ხოლო 300 კილომეტრ/საათამდე 13,6 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 420 კილომეტრ/საათია.
ჰიპერქარი რვა ცილინდრიანი W16 ძრავით, ოთხი ტურბინითა და შვიდ საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი.
https://www.facebook.com/evomagazine/videos/10158567178795121/