LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეგეტა მოტორსმა ფილიალი მარნეულში გახსნა

124

„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს კიდევ ერთი ობიექტი შეემატა, მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე. სერვისცენტრი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, “თეგეტა მოტორსის“ ახალ სერვის ცენტრში წარმოდგენილია: მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო,. ამასთან, სერვისცენტრში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: საბურავების მოხსნა-დაყენება , ბალანსირება, ძრავში ზეთის და ფილტრების შეცვლა, გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა და სხვა. აქვე წარმოდგენილია შოურუმი, სადაც შესაძლებელია მსოფლიო ბრენდების პროდუქციის შეძენა: საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და სხვა ავტო სათადარიგო ნაწილები.
კომპანიის ინფორმაციითვე, ახალი სერვისს ცენტრის განახლების პროექტში 150 000 ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდოდა, 20-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმდა. ცენტრი განთავსებულია 1000 კვ.მ-ზე.

ცნობისთვის, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია ქართულ ბაზარზეა.მის ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები