ამერიკაში თვითმფრინავი სასწრაფოდ დაჯდა, რადგან ერთ-ერთმა მგზავრმა პლედისთვის ფულის გადახდაზე უარი განაცხადა.
„Associated Press”-ის ინფორმაციით, ინციდენტი ავიაკომპანია Hawaiian Airlines-ის ბორტზე მოხდა. 66 წლის მგზავრს შესცივდა და პლედი მოითხოვა. როგორც მას ბორტგამცილებელმა უთხრა, ეს სერვისი დამატებით 12 დოლარი ღირდა. ამან მამაკაცი ძალიან გააბრაზა. მისი აზრით, პლედისთვის დამატებითი საფასურის მოთხოვნა უნამუსობა იყო და სასწრაფოდ ავიაკომპანიის ოფისთან დაკავშირება მოითხოვა. მგზავრმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი საქციელის გამო აუცილებლად ვინმე უნდა დასჯილიყო. პილოტებმა კი ეს მუქარად ჩათვალეს და ლაინერი სასწრაფოდ ლოს-ანჯელესის აეროპორტში დასვეს.