LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa 8 მარტს ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟებით აღნიშნავს

24

გერმანული ავიაკომპანიის პილოტი ქალბატონები მგზავრებს ფრანკფურტში, მიუნხენში, დუსელდორფში, ციურიხში, ვენასა და ბრიუსელში მოემსახურებიან. როგორც ცნობილია, ავიაგადამზიდი ქალბატონთა დასაქმებას ყოველთვის მიესალმება და როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მანდილოსნებმა სამსახურისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსება შეძლონ. ასეთი მიდგომა მათ საშუალებას აძლევს, რომ პილოტის პოზიციით უფრო და უფრო მეტი სუსტი სქესის წარმომადგენელი დააინტერესონ.

აღსანიშნავია, რომ პირველი პილოტი ქალი Lufthansa-ს ბორტზე 1988 წელს გამოჩნდა, 2010 წელს კი მხოლოდ ქალბატონებით დაკომპლექტებულმა ბორტმა პირველი რეისი შეასრულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები