LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულა

35

ბაზრის კორპორატიული პროგრამების ერთერთმა ლიდერმა კომპანიამ SAP და ,,საქართველოს რკინიგზამ“ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად SAP S/4HANA-ს პროექტის დანერგვა დაასრულეს.

როგორც ”ფორტუნას” რკინიგზიდან აცნობეს, ახალი სისტემა კომპანიას სტრატეგიული გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და საორგანიზაციო პროცესების მოქნილად მართვას ხელს შეუწყობს. ამ ეტაპზე სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 500 ადამიანს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, SAP S/4HANA-ზე გადასვლის გადაწყვეტილება საქართველოს რკინიგზამ 2015 წელს მიიღო. ჩატარებულმა აუდიტმა აჩვენა, რომ არასრული ავტომატიზაცია კომპანიის განვითრებას აფერხებს, ხელმძღვანელობას არ აძლევს შესაძლებლობას დაინახოს ბიზნესის სრული სურათი და მის საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მთავარი მიზანი, რომელიც პროექტის დასაწყისში დაისახა, იყო საკვანძო ბიზნეს-პროცესების მოდერნიზაცია ფინანსების, შესყიდვებისა და პერსონალის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე.
SAP-ზე არჩევანის გაკეთება ამერიკის, ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების წამყვან სარკინიგზო ოპერატორებთან ვენდორის გამოცდილებით იყო განპირობებული. მათ შორის არიან იტალიური კომპანია Trenitalia, ჰოლანდიური ProRail, კანადური Canadian Pacific. უშუალოდ S/4HANA-ს იყენებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან Bosch, Fitbit, Horizon Pharma და სხვა.

ერთიანი სისტემის შესაქმნელად საქართველოს რკინიგზაში SAP S/4HANA-ს ბაზაზე დაინერგა გადაწყვეტილებების კომპლექსი – ახალი თაობის in-memory ERP სისტემა. ავტომატიზაციამ ძირითადი და დამხმარე ბიზნეს-პროცესების მთელი რიგი მოიცვა: ოპტიმიზირებული იყო მართვის აღრიცხვა, რემონტის, ტექნიკური მხარდაჭერისა და პერსონალის მართვის პროცესი. განსაკუთრებული აქცენტი ბიუჯეტირების, დაგეგმარებისა და კონსოლიდაციის გადაწყვეტილებებზე გაკეთდა.

პროექტის რეალიზებაში მონაწილეობა მიიღო SAP MaxAttention-ის საერთაშორისო პრემიალური მხარდაჭერის ჯგუფმა, რომელმაც დასანერგი გადაწყვეტილების ხარისხის კონტროლი განახორციელა, გადაამზადა თანამშრომლები და კომპანიას დათქმულ ვადებში პროექტის დასრულებაში დაეხმარა.

სამომავლოდ, საქართველოს რკინიგზა გეგმავს: ავტომატიზირებული ბიზნეს-პროცესების რაოდენობის გაზრდაა; საქართველოსათვის ლოკალიზაციის სისტემის შექმნას, რომელშიც შევა ქართული ინტერფეისი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე იქნება მორგებული; ასევე ინოვაციური პროექტების ინტერნეტ საგნების კონცეფციის ბაზაზე რეალიზაციას.
გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა საკუთარი ექსპერტიზის ცენტრის სერტიფიცირებას გეგმავს, რაც სისტემის ეფექტური თანხლების შესაძლებლობასა და დაინტერესებულ კომპანიებში მომსახურების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.

,,პროექტის დასაწყისში დანერგვის ჯგუფის წინაშე საკმაოდ ამბიციური ამოცანები იყო დასახული. წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა SAP-ის პრემიალური მხარდაჭერა, რომლის წყალობითაც ჩვენ კომპანიის გლობალურ ექსპერტიზაზე წვდომა მივიღეთ. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ყველა ეტაპზე კვალიფიციური სპეციალისტების დახმარება. SAP S/4HANA-ს სისტემის დანერგვა ბიზნეს-პროცესებზე ოპერატიული თვალყურის დევნის შესაძლებლობას მოგვცემს, რაც თავის მხრივ, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებას დააჩქარებს,“ – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

 

“SAP-ისა და საქართველოს რკინიგზის ერთობლივი პროექტი – SAP-ის რეგიონში განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს არის SAP S/4HANA-ის ბაზაზე ექსპლუატაციის პროდუქტიულ სისტემაზე პირველი გასვლა. ინტეგრირებული გადაწყვეტილება გაზრდის ბიზნესის გამჭვირვალობას, პროცესების ეფექტურობასა და აქტივების მართვას დასახული მიზნების მისაღწევად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს რკინიგზის ტრანსფორმირების გამოცდილება მოთხოვნადი გახდება სხვადასხვა დარგებს შორის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნა SAP SE-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში სტრატეგიულ დარგებთან მუშაობის დირექტორმა ალექსანდრე არნოლდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები