LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იორდანიის სასტუმროები დამსვენებლებს არ მიიღებენ

21

იორდანიის სასტუმროები მარტსა და მაისში დამსვენებლებს არ მიიღებენ. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, მკვდარი ზღვის რეგიონი 21-დან 30 მარტამდე ტურისტებისთვის დახურული იქნება. მიზეზი კი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციაა, რომელზეც არაბული სახელმწიფოები იქნებიან მოწვეული. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაემკაცრებინა და ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელთა შემოსვლა შეეზღუდა.

17-21 მაისს კი იორდანია ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლებს და ტურისტებისთვის მორიგი შეზღუდვები დაწესდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები