უეფამ ქართულ კლუბებს 159 416 ევრო ჩაურიცხა. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს და ამის გამო გუნდებმა კომპენსაცია დაიმსახურეს.
ევრო 2016-ის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თბილისის “დინამოს”, ბათუმის “დინამოს”, “დილას” და “სამტრედიას” ფეხბურთელებმა ითამაშეს. შესაბამისად, ევროპიდან სალარო ამ კლუბებმა შეივსეს.
ქართულმა კლუბებმა უეფასგან შემდეგი თანხები მიიღეს:
თბილისის “დინამო” – 109 074 ევრო;
“დილა” – 25 171 ევრო;
“სამტრედია” – 20 975 ევრო;
ბათუმის “დინამო” – 4 195 ევრო.