58 წლის შერონ სთოუნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ლამაზად დაბერება შესაძლებელია. მსახიობმა ახალი გადაღების ბექსთეიჯი გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ ვარსკვლავი ერთ-ერთი პრესტიჟული გამოცემის ფოტოსესიაში მონაწილეობს.
გადაღებისთვის შერონმა ელეგანტური თეთრი კაბა შეარჩია, ღრმა დეკოლტეთი და მაღალი ჭრილით. კაბის ზემოდან ქურთუკი ეცვა. მსახიობმა მაღალ ქუსელბზე მთელი დღე გაატარა.
ცნობილია, რომ ფორმის შესანარჩუნებლად სტოუნი სპორტულ აქტივობებს მიმართავს, მკაცრად აკონტროლებს კვებას და პოზიტიურად აზროვნებს. ფოტო/ვიდეო