Victoria’s Secret-ის მოდელმა, ქენდის სვეინპოლმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გააზიარა, სადაც საცურაო კოსტიუმშია გამოსახული, ხელში კი 3 თვის ვაჟიშვილი უჭირავს. „ბედნიერი 2017 წელი ჩვენგან“ – დააწერა მან ფოტოს. თაყვანისმცემლები მოდელის არაჩვეულებრივმა სახეულმა აღაფრთოვანა. როგორც ჩანს, მშობიარობიდან სამ თვეში მას ძველი ფორმის დაბრუნება არ გასჭირვებია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ქენდისი აქტიურად უწევს პროპაგანდას ჩვილების ბუნებრივ კვებას. მოდელმა სპეციალურ კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.