ექსპერტებმა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულებები გამოავლინეს. მოგზაურობის მოყვარულთათვის დედამიწაზე უამრავი საინტერესო ადგილი არსებობს და არჩევანის გაკეთება ზოგჯერ ძალიან რთულია, სწორედ ამიტომ გამოცემა „Edito-endorsed destinations”-მა 2017 წლისთვის 17 აუცილებლად სანახავი ადგილი შეარჩია.
პირველ ადგილს კი ურუგვაი იკავებს. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ლათინური ამერიკის პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც სულ 3 მილიონ ადამიანს მოიცავს, დამთვალიერებლებს ძალიან ბევრ სიურპრიზს უმზადებს. მეორე ადგილზე კი ჩილე გავიდა – ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის განთავსებული რესპუბლიკა ულამაზესი ტყეებით, ტბებითა და ვულკანებით გამოირჩევა.
რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს, მათ – ბუენოს აირესი, რუანდა, ზიმბაბვე, ახალი ზელანდია, იერუსალიმი, ხორვატია, პორტუგალია და სკანდინავიის ქვეყნები იკავებენ.
https://www.instagram.com/p/BJYyXhqhft9/
https://www.instagram.com/p/BLjPh9BAe2W/
https://www.instagram.com/p/BKhhNjwBQid/
https://www.instagram.com/p/BOqKBdEFDtm/
https://www.instagram.com/p/BOzySwZgDYV/
https://www.instagram.com/p/BOmxDixh0HB/
https://www.instagram.com/p/BOxDMcKgH-T/