ტურისტებმა წარმატებული მოგზაურობის მთავარი ნიშნები დაასახელეს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გარშემო გამოკითხულ მილიონობით ადამიანისთვის მოგზაურობისას მთავარი – გემრიელი სამზარეულო და კარგი ამინდია. გამოკითხულთა 45% კი ამ სიას, ლამაზ პეიზაჟებსაც უმატებს.
რაც შეეხება კომფორტულ სასტუმროებს და მომსახურების სერვისს – მსგავსი ფაქტორები მნიშვნელოვანი მხოლოდ 25%-ითვის არის. მოგზაურობისას საუკეთესო პარტნიორად გამოკითხულთა 37%-მა საყვარელი ადამიანი დაასახელა, 34% კი პარტნიორს ოჯახს ამჯობინებს.
საინტერესოა, რომ კვლევაში სულ 17 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.