LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი ოკეანის სანაპიროზე პაპარაცების ობიექტივში მოხვდნენ

13

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი ავსტრალიაში, ნიკოლის ოჯახთან ერთად ისვენებენ. შობის დღესასწაული წყვილმა სიდნეის პალმ ბიჩის მზიან სანაპიროზე გაატარა და ბუნებრივია, პაპარაცების სამიზნეც გახდა. კომპანიონობას კიდმანსა და ურბანს, ნიკოლის და უწევდა.

49 წლის კიდმანი ფოტოგრაფებმა სწორედ ყვითელ ქვიშაზე დააფისირეს. პაპარაცულ ფოტოებზე კიდმანის უნაკლო სხეულთან ერთად შესამჩნევი იყო ისიც, რომ ოკეანეში ბანაობის დროს მან უარი არ თქვა აქსესუარებზე, მათ შორის ქორწინების ბეჭედზე, საყურეებსა და სამაჯურზე.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიას მსახიობი და მუსიკოსი ფილმ „ლომის“ პრემიერის ფარგლებში ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები