LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრანადა ესპანეთის ყველაზე ლამაზ ქალაქად აღიარეს

84

გრანადა ესპანეთის ყველაზე ლამაზ ქალაქად აღიარეს. როგორც ჩანს, ესპანელები გრანადაზე გიჟდებიან, ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.

პორტალმა „Sitio De Espana”-მ ჩატაარა კონკურსი, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებლები მონაწილეობდნენ. ყველაზე ლამაზ ქალაქთა ფინალურ ეტაპზე გრანადასთან ერთად კარტახენა და კორდობაც გავიდნენ და მათ საბოლოოდ მეორე და მესამე ადგილი ხვდათ.

აღსანიშნავია, რომ ულამაზეს გრანადას მხარი 39 456 ადამიანმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ ქალაქი ანდალუსიის ავტონომიურ რეგიონში მდებარეობს და მისი მოსახლეობა 237 929 ადამიანია.


granada-albaicin-1112x630
the-alhambra-granada-spain_main

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები