LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოე სულაბერიძე: „ამბობენ, განშორება ურთიერთობის პიკში ყველაზე სწორია და ამიტომ…“

3

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ „ფეისბუქზე“ ისეთი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელმაც მისი მეგობრების გამხიარულება და ჟურნალისტების დაინტერესება გამოიწვია, მაგრამ მხოლოდ პირველმა ფრაზამ, რადგან შემდეგ ცხადი გახდა, რომ პროდიუსერი, რომელსაც იუმორის გრძნობა არ ღალატობს, საკუთარ მანქანას შორდება და არა შეყვარებულს…

„გვინდა, თუ არ გვინდა, ყველაფერს ყოველთვის თავის დასასრული აქვს. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ამბობენ, განშორება ურთიერთობის პიკში ყველაზე სწორია და ამიტომ… ისევე, როგორც ჯორდანმა უარი თქვა თამაშზე თავის კარიერის პიკში, ისევე როგორც ხუანმა უარყო თავისი სიყვარული როზამარიასთან მაშინ, როცა უსაზღვროდ უყვარდა, ზუსტად ასე გადავწყვიტე, დავემშვიდობო ჩემს მანქანას, lexus GX 470-ს…

სწორი მგონია მივცე შესაძლებლობა, ჩემ გარეშე იაროს თავის სავალ გზაზე. იქნებ, ერთ-ერთი თქვენგანიც აღმოჩნდეს მისი ახალი მფლობელი. მანქანის, რომელსაც ბევრი რამ უნახავს და ბევრ თქვენგანს ერთგულად მომსახურებია კიდევაც… ერთადერთი, რაც მახარებს, არის ის შეგრძნება, რომ არაფერი დამიკლია და ვტოვებ თავისი შრომისუნარიანობისა და გარეგნული სილამაზის პიკში…

მინდა, რომ კარგად იყოს და ამიტომაც ველევი გადამყიდველებთან ჩაბარების ფასად… აქ ამის გაჟღერებაც იმიტომ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ, რუსთავში ჩასვლა პრინციპულად არ მინდა… მინდა, რომ სანდო ხელში ჩავარდეს…“ – აღნიშნა ნოემ „ფეისბუქ“-სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები